„პირველ რიგში, გვინდა, გამოვხატოთ საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ეს განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის 75-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მან საერთაშორისო ტრიბუნიდან უკრაინაში ადამიანური მსხვერპლისა და ჯანმრთელობის მხრივ არსებული მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ „ჯანმრთელობა ვერ იქნება მშვიდობის გარეშე და მშვიდობა - ჯანმრთელობის გარეშე“.
ზურაბ აზარაშვილმა საქართველოში, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას, რათა მოსახლეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოს.
„საქართველოს მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას, რათა მოსახლეობა უზრუნველყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისებით და მაღალი ხარისხის, სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტებით.
საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველომ წარმატებით ბოლოდროინდელი პანდემიის გამოწვევები გადალახა. მთავრობამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები როგორც ჯანდაცვის სისტემების, ისე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის, მედიცინის მუშაკთა შესაძლებლობების გასაძლიერებლად განახორციელა.
2022-2030 წლების ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, იგეგმება პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაძლიერება. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაფართოებას.
2015 წლიდან საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ტუბერკულოზის, აივ ინფექციის და „C“ ჰეპატიტის ტვირთის შემცირებაში.
საქართველოს ჯანდაცვის სააგენტოები, ჩვენს წარმატებულ გამოცდილებას, აქტიურად უზიარებენ რეგიონის სხვა ქვეყნებსაც.
იმედი მაქვს, ჯანდაცვის პოზიტიური რეფორმები, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს ქვეყანაში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სასურველ შედეგებამდე მიგვიყვანს“, - განახადა ზურაბ აზარაშვილმა მსოფლიო ჯანდაცვის 75-ე ასამბლეაზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ