„განსაკუთრებით გამოვყოფ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომელთა მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ ტურიზმის ინდუსტრიას აღდგენასა და კორონა-ვირუსის პანდემიის გავლენის შესუსტებაში, აგრეთვე სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში,“ - ასე აფასებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს მთავრობის ანტიპანდემიურ და ადგილობრივი ტურიზმის მხარდამჭერ პოლიტიკას წერილში, რომელიც მან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამოგზავნა.
წერილში დადებითადაა შეფასებული საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მონაწილეობა UNWTO - ს მიერ ორგანიზებულ ტურიზმის მომავლის მსოფლიო სამიტზე, რომელიც 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაიმართა.
დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში და ვრცლად ისაუბრა როგორც პანდემიის პირობებში ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერის საქართველოს გამოცდილებაზე, ასევე ყურადღება გაამახვილა ამ მხრივ არსებულ გლობალურ გამოწვევებზე.
„უაღრესად ღირებული იყო თქვენი დასწრება მინისტრთა დებატებზე ტურიზმის შესახებ ხალხის, პლანეტისა და კეთილდღეობის მომავალის კუთხით და მადლობას გიხდით თქვენი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. თქვენმა გზავნილებმა მოწონება ჰპოვეს როგორც ადგილზე მონაწილეთა შორის, ისე ვირტუალური სივრცის მეშვეობით მთელი მსოფლიოდან ჩართულ მონაწილეების მხრიდან. UN WTO-ში ჩვენ გავაგრძელებთ წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას და მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საჯარო და კერძო სექტორთან, რათა უზრუნველვყოთ ტურიზმის სექტორის გრძელვადიანი აღდგენა. ეს ღონისძიება იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიზნისკენ, რაც აისახა დოკუმენტში „ბარსელონას მოქმედებისკენ მოწოდება: ტურიზმის ახალი დღის წესრიგისკენ: ხალხისთვის, პლანეტისთვის და კეთილდღეობისთვის“ - აღნიშნულია წერილში.
„ვიმედოვნებ, რომ შეგვიძლია თქვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის იმედი ვიქონიოთ ამ დოკუმენტის არსის რეალიზებაში, ტურიზმის ტრანსფორმაციისკენ მიმავალ პროგრესის დაჩქარებაში, ხალხისა და პოლიტიკის შემქმნელების გაძლიერებაში, უკეთესი ტურიზმის ასაშენებლად მომავალი თაობებისთვის. მოუთმენლად ველი, რომ გავაგრძელოთ ჩვენი შესანიშნავი თანამშრომლობა მომავალ წლებში და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი არსებული კავშირები,“ - აღნიშნულია UNWTO-ს გენერალური მდივნის წერილში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ