მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

G&T: აპრილში ელექტროენერგიის მოხმარების ყველაზე დიდი კლება იქნება

5ebad070e85f4
ნინი ლონგურაშვილი
12.05.20 22:40
1048
Covid-19-ის პანდემიის გამო, ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება მოსალოდნელია გაგრძელდეს 2020 წლის სექტემბრამდე და ეკონომიკის სამინისტრო 2020 წლის ჯამური მოხმარების 0.8%-იან კლებას პროგნოზირებს. როგორც Galt&Taggart-ის მიმოხილვაში წერია, მარტში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 7.8%-ით შემცირდა. თუმცა, Galt&Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა მარიამ ჩახნაშვილმა “საქმიანი დილის” ეთერში აღნიშნა, რომ აპრილის თვეში ელექტროენერგიის მოხმარების ყველაზე დიდი კლება იქნება.

“Covid-19-ის გავლენა ელექტროენერგიის მოხმარებაზე უფრო მკვეთრი იქნება 2020 წლის აპრილში, როდესაც ყველაზე მკაცრი შეზღუდვები იყო. აპრილის თვის მონაცემებს დღედღეზე ველოდებით და ყველაფერი ნათელი გახდება. პირველი კვარტალი რომ შევაჯამოთ, პრინციპში პირველი ორი თვის მოხმარების ზრდამ დააკომპენსირა და შედეგად ვნახეთ ის, რომ პირველი კვარტლის ჯამური მონაცემით მაინც ზრდა არის 1.2%-იანი, რაც მეტია ვიდრე შარშანდელი ანალოგიური პერიოდი. პირველი კვარტლის მონაცემები ჯერჯერობით ბუნებრიობის ზღვარში ზის", – აღნიშნა მარიამ ჩახნაშვილმა.

Galt&Taggart-მა ელექტროენერგიის მოხმარების პირველი კვარტლის მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც მნიშვნელოვან სიახლეებში COVID 19-ის პანდემიის გამოწვევებია აღნიშნული, ასევე მთავრობის მიერ მოსახლეობისთვის 3–თვიანი საშეღავათო პერიოდი, “შუახევი ჰესის” ოპერირება და ბაზრის რეფორმის ვადებია მიმოხილული.