გალტ & თაგარტმა სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორზე უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. დარგის მიმოხილვა საგარეო ვაჭრობის 900 პროდუქტის და ბაზარზე მოქმედი 20 ათასამდე კომპანიის საქმიანობის ანალიზს მოიცავს.
კვლევის ძირითადი მიგნებების მიხედვით, სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარი 2017-21 წლებში 5.2%-ით გაიზარდა და სექტორის ზომამ 3.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, 2021 წელს სექტორის პანდემიის შემდეგ სწრაფად აღდგა და მაღალი ზრდა 2022 წელსაც გრძელდება.
მიმოხილვა 4 ძირითად - სამშენებლო მასალების, სარემონტო მასალების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ავეჯისა & განათების ქვესექტორებს ფარავს.
ამასთან, 2017-დან 2021 წლამდე სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარი 5.2%-ით გაიზარდა. აქედან სამშენებლო მასალებზე 1.3 მლრდ დოლარი მოდის და 5 წლის განმავლობაში სექტორი 13.2%-იან ზრდას აჩვენებს, ჯამურად რემონტი, ტექნიკა და ავეჯი კი 11.3%-ით გაიზარდა.
მიმოხილვის ამ ნაწილში აღნიშნულია, რომ სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოება მაღალია, თუმცა სარემონტო მასალები, ტექნიკა და ავეჯი იმპორტდამოკიდებულია.
3.4 მლრდ-იანი ინდუსტრიიდან ადგილობრივი წარმოება 36.1%, შესაბამისად 63.9% იმპორტზე მოდის.
ადგილობრივ წარმოებაში ყველაზე დიდი წილი 67.6% სამშენებლო მასალებს აქვს, შესაბამისად იმპორტზე 32.4% მოდის. სექტორის ზომა 1.3 მლრდ დოლარია.
სარემონტო მასალები სექტორის ზომა 1.5 მლრდ დოლარი - აქედან 17.9 % ადგილობრივი ნაწარმია, ხოლო იმპორტირებული - 82.1%-ია;
საოჯახო ტექნიკის სექტორი ზომა 0.3 მლრდ დოლარია, აქედან ადგილობრივი წარმოება 4.8%, იმპორტი კი 95.2%-ია;
ავეჯი-განათების ბაზრის ზომა 0.3 მლრდ დოლარია, სადაც 27% ადგილობრივი წარმოება, ხოლო 73% იმპორტს უკავია;
ძირითადი იმპორტიორი ქვეყნების წილი ჯამურ იმპორტში ასე ნაწილდება: თურქეთი 38.6%; ჩინეთი - 15.4%; რუსეთი - 8.6%; უკრაინა - 5.7%; აზერბაიჯანი - 4.7% და სხვა ბაზრებზე მოდის 28%
„გალტ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთიდან და უკრაინიდან იმპორტზე დამოკიდებულება ზომიერი და ჩანაცვლებადია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება