მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამყარებული ლარის პირობებში 13.9%-იანი ინფლაცია საგანგაშოა - გოცირიძე

62024a53aa07d
მარიამ ვარადაშვილი
08.02.22 14:43
690
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ლარის დოლართან მიმართებით გამყარების ერთ-ერთ მიზეზად სავალუტო შემოდინებების ზრდას ასახელებს. გოცირიძის განცხადებით, საგანგაშოა ვითარება როცა ლარი დოლართან მიმართებით მყარდება, თუმცა ქვეყანაში წლიური ინფლაცია [იანვარში] 13.9%-ს აღწევს.

“ლარის გამყარებას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი სავალუტო გადარიცხვებმა იმატა, მეორეა ის, რომ ეროვნულმა ბანკმა მრავალწლიანი ზეწოლის შემდეგ, როგორც იქნა, რეფინანსირების სესხები შეამცირა და 3 მილიარდი ლარიდან დღეს მათი მოცულობა 1.6 მილიარდი ლარია. ანუ სებ-მა გაამკაცრა ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მაგრამ ერთია ლარის გამყარება, ხოლო მეორეა ფასების ზრდა. ვხედავთ, რომ ფასების ზრდის გამო როგორც ლარი განიცდის ინფლაციას, ასევე - დოლარი. ორივე ვალუტაში გაუძვირდა ჩვენს მოქალაქეებსა და ბიზნესს ფასები. ამიტომ, დღეს საგანგაშო მდგომარეობაა ინფლაციის კუთხით. 13.9%-იანი ინფლაცია ლარის დაბალი კურსის პიბობებში საგანგაშოა”,-ამბობს გოცირიძე.

Bloomberg-ის სისტემაში 8 თებერვლის ვაჭრობა ლარის გამყარებით დაიწყო. კურსი 2.9148-ზე გაიხსნა და ბოლო რამდენიმე საათში ის 0.5 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც (14:20 საათისთვის) სისტემაში ერთი დოლარი 2.9100 ლარად ივაჭრება.