28.აპრილი .2020 21:01

გამყრელიძე: ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს პირბადეებით დახურულ შენობებში სიარული

views 723
უკან

ახალი კორონავირუსი არც ივნისში მორჩება, არც ივლისში და არც აგვისტოსა და სექტემბერში. ანუ ჩვენ გარკვეული ფორმით თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ ამ ახალ ვირუსთან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ის ემხრობა შეზღუდვების შემსუბუქებას, თუმცა, გარკვეულ წესებთან თანაცხოვრება მოგვიწევს.

„მოსახლეობამ რატომღაც შეზღუდვების გუშინდელი მოხსნა მიიღეს ისე თითქოს ჩვენ კორონავირუსი საქართველოში დავამარცხეთ და ყველაფერი შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ. არა ბატონებო, ეს არის ძალიან პირველი ნაბიჯი შემსუბუქებისკენ. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს პირბადეებით დახურულ შენობებში სიარული, დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს დისტანცირება, დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს ის, რასაც მივეჩვიეთ ხელების ხშირი დაბანა და სანიტაიზერების გამოყენება, პირადი და საზოგადოებრივი მკაცრი წესების დაცვა. დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს დიდი თავშეყრებისა თავის არიდება, ან თუ იქნება ასეთი შეკრებები, შესაბამისი წესების დაცვით და რეგულაციებით იქნება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა