მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამყრელიძე: დასამალი არ არის, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები ეკლესიასთან

5e95f009c2988
თამთა ჯიჯავაძე
14.04.20 21:14
751
არაფერი დასამალი არ არის, რომ მიმდინარეობდა და მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს ეკლესიასთან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ეს ორი კვირა, ვნების და შემდეგ ბრწყინვალე შვიდეულის, იქნება რთული. მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, ეს სიტყვა დამკვიდრდა უკვე, კორონავირუსთან ერთად ცხოვრება. ეს ადვილად მოსავლელი დაავადება არ არის და არ იქნება. ამიტომ უნდა გავითავისოთ, რომ როგორ მოვიქცევით თითოეული ჩვენგანი ამ ორი კვირის განმავლობაში, როგორ თავს ავარიდებთ დიდ ყრილობებს, იქნება ეს ოჯახებში, ეკლესიებში, სხვაგან სასაფლაოებზე. იმიტომ რომ ტრადიციაა აღდგომის შემდეგ ორშაბათი და მთელი ბრწყინვალე შვიდეული ჩვენთან მართლმადიდებელ სამყაროში.

კონსულტაციები საპატრიარქოსთან პირველი პირების მღვდელმთავრების ჩათვლით მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ ის ოქროს შუალედი და კონსენსუსი გამოიძებნება, როგორც დღეს პრემიერმა ბრძანა, რომ ეს ორი კვირა არ მიაყენებს ზიანს ჩვენს მოსახლეობას, არ იქნება ხელშემწყობი ფართომასშტაბიანი ეპიდემიის დაწყების“, – განაცხადა გამყრელიძემ.