მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამყრელიძე: "აცრილები დაინფიცირდნენ, თუმცა შემთხვევები მსუბუქად წარიმართა"

60d45d25a5651
ინგა მურუსიძე
24.06.21 20:30
613
ორჯერადად აცრილების 0,2% კორონავირუსით დაინფიცირდა, თუმცა ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქად წარიმართა. შესაბამისი სტატისტიკური მაჩვენებლები საზოგადოებას დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააცნო.

„ერთჯერადად აცრილებიდან 0.8%-ში დაფიქსირდა ინფიცირება, მაგრამ ყველა შემთხვევაში დაავადება იყო მსუბუქი. გამონაკლისი იყო იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ჰოსპიტალური მომსახურება დასჭირდათ. რაც შეეხება ორჯერადად აცრილებს, მათი მხოლოდ 0.2% დაინფიცირდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, 24 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამურად 245 380 აცრაა ჩატარებული. ხოლო სრულად ვაქცინირებულია 88 754 ადამიანი.