მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამყრელიძე: "ყველა კლასტერი დაკავშირებულია სუფრებთან, ცეცხლს ვეთამაშებით"

60730b7353220
თამთა ჯიჯავაძე
11.04.21 19:00
784
მესამე ტალღა დაწყებულია, მთავარია რა მასშტაბის იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ არ გვინდა რომ მესამე ტალღა იყოს იმ მასშტაბის, როგორიც იყო მეორე ტალღა ნოემბერ-დეკემბერში. დღეს ჯერჯერობით ინფექციის საყოველთაო გავრცელება ქვეყნის მასშტაბით არ გვაქვს. გვაქვს კლასტერები, დაახლოებით 16-17 კლასტერი სხვადასხვა რეგიონში, ეს არის ეპიდაფეთქებები, რომლებიც მართავია. მაგრამ ეს არის ერთ-ერთი პირველი ნიშანი, რომ შეიძლება დაიწყოს საყოველთაო გავრცელება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ „არ შევიდეთ მასშტაბურ ეპიდემიაში“.

რაც შეეხება დამატებით ეპიდ-შეზღუდვებს, გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დამატებითი შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იქნება, იქნება მხოლოდ იმ შეზღუდვების აღსრულებაზე გამკაცრებული კონტროლი და მონიტორინგი, რაც უკვე დაწესებულია.

„მხედველობაში მაქვს კარანტინის პროცესი, დიდი თავშეყრები. ყველა კლასტერი, რომელიც დაიწყო, დაკავშირებულია სუფრებთან და წვეულებებთან. მიუხედავად ბევრი გაფრთხილებისა და თხოვნისა, მაინც ჩვენი მოსახლეობა თავს არ იკავებს. არადა კიდევ ერთხელ ვამბობ, ცენცხლს ვეთამაშებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, 10 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.85 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.26%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.50 %.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 707 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 592 პირი. ხოლო გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.