მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამყრელიძე: თუ ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება, ისევ შეზღუდვების დაწესებაა მოსალოდნელი

616c0d0899aee
BM.GE
17.10.21 15:43
652
თუ აცრების მიმდინარეობა ვერ ავწიეთ, საკმაოდ რთული ნოემბერი იქნება და ქვეყანას ისევ შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება მოუწევს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

რაც შეეხება ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების შესაძლო დაწესების საკითხს, მისი განმარტებით, ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე განხილული იქნება და ის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, თუ ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება, ისევ შეზღუდვების დაწესებაა მოსალოდნელი.

„დღეს მთავარი იარაღი არის აცრა. სამწუხაროდ, ყოველდღიური აცრის რაოდენობა დაცემულია, რაც ძალიან ცუდია. ამიტომ, აცრის მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ. ხვალ აცრის მარათონი იწყება ქვეყანაში და ვნახოთ, როგორი იქნება მოსახლეობის დამყოლობა. დავაკვირდებით მიმდინარეობას, თუ აცრების მიმდინარეობა ვერ ავწიეთ, მაშინ საკმაოდ რთული ნოემბერი იქნება და ქვეყანას ისევ შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება მოუწევს, სხვაგვარად ეპიდსიტუაცია ვერ დამშვიდდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება სკოლებში სასწავლო პროცესის რეალურ რეჟიმში შენარჩუნების საკითხს, როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თუ მასწავლებელთა და მშობელთა 80% სრულად აიცრება, სასწავლო პროცესის სკოლებში ჩატარებას საფრთხე აღარ დაემუქრება. მისივე შეფასებით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე სკოლების სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.