მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამყრელიძე: ტურიზმთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, რისკი იქნება

5ec5588371365
თამთა ჯიჯავაძე
20.05.20 20:18
920
ტურიზმთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, რისკი იქნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მთელ მსოფლიოში დღეს, მიუხედავად იმისა რომ სხვა ქვეყნებში დაინფიცირებულების საქართველოზე გაცილებით მეტი რაოდენობაა დაფიქსირებული, ყველა ქვეყანა ამსუბუქებს თანდათან შეზღუდვებს.

„იმიტომ რომ ყველა მიხვდა იმას, რომ კორონავირუსი ერთ დღეში, ერთ თვეში და შეიძლება არც ერთ წელიწადში არ გაქრება, ამიტომ ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ პრინციპები კორონავირუსთან თანაცხოვრების შესახებ. ეს თანაცხოვრება უნდა იყოს წესების დაცვა პირველ რიგში და უნდა გვქონდეს სწრაფად რეაგირების გეგმები და საშუალებები, თუ ასეთი მიკრო ეპიდაფეთქებები იქნა, რათა თავიდან ავიცილოთ მასშტაბური ეპიდემიები და მოსახლეობის დაზიანება. ანუ ეს უნდა იყოს ე.წ ოქროს ბალანსი, ანუ სწორი ბალანსი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ ერთი მხრივ შეიძლება გვქონდა ინფიცირების ახალი შემთხვევების გარკვეული რაოდენობა, თუმცა, მეორე მხრივ უნდა იყოს ის დაბალანსებული შესაბამისი ჯანდაცვითი და პრევენციული ღონისძიებებით.