07.მარტი .2020 13:20

გამყრელიძის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების კონტროლში პატრულიცაა ჩართული

views 577
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების კონტროლი ძირითადად ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქსელის მიერ.

„ჩვენ რამდენიმეჯერ დავაყენეთ საკითხი და  ამ საკითხში ჩართული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც, რათა ერთობლივად უფრო მკაცრად გააკონტროლონ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების ქცევა. არ არის მიზანშეწონილი, თუ ისინი გადიან და კონტაქტები აქვთ. რა თქმა უნდა, ეს წარმოადგენს გარკვეულ საფრთხეს.

ამიტომაც ყველა ადამიანმა, ვინც არის დღეს თვითიზოლაციაში, უნდა გაითავისოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე, არ დაარღვიონ თვითიზოლაციის რეჟიმი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განთავსებულია ის წესები, რაც უნდა დაიცვან თვითიზოლაციაში მყოფმა ადამიანმა, - „ამით ჩვენ უფრო სწრაფად დავძლევთ ამ დიდ გამოწვევას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა