მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამყვანი ტურიზმი: რამდენი მლნ დახარჯეს საქართველოს რეზიდენტებმა საზღვარგარეთ?

628dd8957eb91
მარიამ ვარადაშვილი
25.05.22 14:17
804
საქსტატის ინფორმაციით, I კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 261.4 ათასი გასვლა დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი წლიურად 4.2-ჯერ არის გაზრდილი. საზღვარგარეთ გასვლების უდიდესი ნაწილი 46.5% 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 216.2 ათასი შეადგინა, რაც 3.7-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით.

ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით (გარდა შემდეგი კატეგორიებისა: დასაქმების მიზნით წასულები, საზღვარგარეთ აკრედიტებული დიპლომატიური ან საკონსულო ოფიცრები, შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები, აგრეთვე პირები, რომლებიც ხშირად კვეთენ საზღვარს).

ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და რუსეთში განხორციელდა, შესაბამისად, 102.8 ათასი და 26.3 ათასი ვიზიტი. 2022 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 285.1 მილიონ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა კი 1 318.8 ლარი შეადგინა.

I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.4 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 95.5% განმეორებითი ხასიათის იყო.