მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“განაცხადი გავაკეთეთ 20 ახალი ავტობუსის შეძენაზე”- ავტობუსები თბილისი-რუსთავის მიმართულებითაც ივლიან

647f4799a11af
ანუკა ჯოხაძე
08.06.23 09:33
2890
თბილისი-რუსთავის მიმართულებით გადადგილება მგზავრებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მნიშნელოვანი გამოწვევაა. თბილისი-რუსთავის სამარშუტო ტაქსებით მგზავრების გადაყვანას კომპანია “ინტერ ტრანსი” ახორციელებს. “ინტერ ტრანსმა” ჯერ კიდევ 2014 წელს მოიგო მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, თუმცა ამ წლებში იყო არაერთი შენიშვნა თუ პროტესტი როგორც მგზავრების, ისე თავად მუნიციპალიტეტის და დასაქმებული მძღოლების მხრიდანაც.

ის, რომ თბილისიდან რუსთავში სამარშუტო მიკროავტობუსით გაადგილება მგზავრებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ადასტურებს რუსთავის მერიც. ნინო ლაცაბიძე გვიხსნის, რომ ამ მიმართულებით კომპანიას დარღვევები უფიქსირდება, რის გამოც, ამ ეტაპზეც მიმდინარეობს დაჯარიმების პროცედურები.

გასული წლის გაზაფხულზე კომპანია "ინტერ ტრანსმა" მგზავრობის ღირებულებაც გააძვირა, რასაც საწვავის ფასის ზრდას უკავშირებდნენ. როგორც რუსთავის მერი ამბობს, ეს არის ის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ინტე ტრანსს მუნიციპალიტეტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში უკვე დარღვეული აქვს.

მერიაში ამბობენ, რომ მგზავრობის საფასურის ზრდის შემდეგ მუნიციპალიტეტის მხრიდან თბილისის მიმართულებით M3 კატეგორიის 7 ავტობუსი დაინიშნა, თუმცა ქალაქის მერის თქმით ამან პრობლემა ვერ გადაჭრა.

ნინო ლაცაბიძე რუსთაველებს ჰპირდება, რომ ახალი ავტობუსები როგორც ქალაქში, ისე დედაქალაქის მიმართულებით შემოდგომიდან ივლის. რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის 20 ახალი ავტობუსის შესყიდვა იმ კონსოლიდირებული ტენდერის ნაწილია, რომლის შესახებაც პრემიერმა ღარიბაშვილმა მიმდინარე კვირის მთავრობის სხდომაზე დაანონსა. 53 მილიონად მთავრობა მუნიციპალიტეტებისთვის 154 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს.

“ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ 20 ახალი ავტობუსის შეძენაზე, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც დღეს რუსთავი-თბილისს შორის მიმოსვლას გულისხმობს. ახალი ავტობუსების მოწოდება დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბერში მოხდება, მომწოდებელს ველოდებით, ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ვართ. ეს დაგვეხმარება, რომ გამოთავისუფლებული ავტობუსები შიდა სატრანსპორტო სისტემას მოვახმაროთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ.

ასევე 20 ახალი, თანამედროვე ევროპული სტანდარტის ავტობუსები უკვე თბილისის-რუსთავის მიმართულებით უფრო ინტენსიურად ივლიან, შემცირდება ინტერვალი ავტობუსს და ავტობუსს შორის და უფრო კონფორტულს გახდის მგზავრობას”, - ამბობს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.