მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების მინისტრი მშობლებს აცრისკენ მოუწოდებს

61530e6f68704
ვიქტორია მღებრიშვილი
28.09.21 16:54
622
განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 4 ოქტომბრიდან სკოლებში დასწრებული სწავლების განახლების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, ყველა სამედიცინო პროტოკოლი იქნება შესრულებული, თუმცა მნიშვნელოვანია, უსაფრთხო გარემო მშობლებმა ბავშვებს სახლებშიც შეუქმნან.

„კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ყველა რეკომენდაცია და სამედიცინო პროტოკოლი იმისთვის, რომ იქ იყოს და არის სრულად ჯანსაღი გარემო. ამასთან დაკავშირებით, მინდა თხოვნით მივმართო საზოგადოებას - ეს დიდი მიღწევა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, ამისთვის აუცილებელია აცრის პროცესი ინტენსიურად გაგრძელდეს. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში და მე განსაკუთრებით მინდა გავამახვილო ყურადღება ბავშვების მშობლებზე. იმისთვის, რომ ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება სწავლა ბუნებრივ გარემოში, ანუ საკლასო ოთახებში გააგრძელონ, ჯანსაღი გარემო არამხოლოდ სკოლაში არამედ ოჯახებში, თავიანთ სახლებში უნდა იყოს, ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენი ბავშვების მშობლებს უმორჩილესად ვთხოვ - აიცრან“, - მიმართა განათლების მინისტრმა მშობლებს.