მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების მინისტრობის კანდიდატს საქართველოში კოსმოსური სააგენტოს აღდგენა სურს

603248d007251
სალომე მეცხვარიშვილი
21.02.21 15:46
2325
განათლების მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ჩხენკელს საქართველოში კოსმოსური სააგენტოს აღდგენა სურს და შესაბამისი გეგმაც აქვს. ამის შესახებ მან პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატ დავით ზილფიმიანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სააგენტოს ამოქმედებისთვის საქართველოს სურს მოიპოვოს Horizon Europe–ის(ევროკავშირში არსებული პროგრამა, რომელიც კვლევებისა და ინოვაციების დაფინანსებას გულისხმობს) გრანტი, რომელიმე ევროპულ სახელმწიფოსთან ერთად მოიპოვოს და ქვეყანაში კოსმოსური სააგენტო აღადგინოს.

“ის კოსმოსური სააგენტო, რომლის იდეა ჯუმბერ ლომინაძისგან(კოსმოსური სააგენტოს ყოფილი თავმდჯომარე) მოდის, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და მე კონკრეტული გზა მინდა გითხრათ, როგორ ვაპირებთ ამას(აღდგენას). როგორც იცით, ძალიან აქტიური მონაწილეები ვიქნებით Horizon Europe–ის პროცესში და ჩემი აზრით, სწორედ ამ პროგრამიდან ძალიან საინტერესო და რთულად მოსაპოვებელი დაფინანსება უნდა იყოს ამ კომოსური ცენტრის შექმნის მამოძრავებელი ძალა. Horizon Europe–ში საგრანტო პროექტებს, რასაც გავაგზავნით, იქნება სხვა სახელმწიფოებთან ერთად...ჩემი აზრით, ჩვენი კოსმოსური სააგენტო არ უნდა იყოს იზოლირებული, სხვა ქვეყნებთან ერთად უნდა განხორციელდეს. ამიტომ ჩვენ უნდა შევარჩიოთ პარტნიორი – კოსმოსური სააგენტო იმ ევროპული ქვეყნის, ვინც გამთქვამს სურვილს, რომ ითანამშრომლოს ჩვენთან... შემდეგ თუ მივიღებთ დაფინანსებას და წინ წავალთ”,– განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

რაც შეეხება “საქართველოს კოსმოსური სააგენტოს”, ის 2006 წელს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე ჯერ გარემოს დაცვის სამინისტროს დაექვემდებარა, შემდეგ კი საერთოდ გაუქმდა.