მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების სამინისტრო ირწმუნება, რომ საჯარო სკოლებში ჰიგიენური საშუალებები არის

5e578deec9fe3
თათია ჩაფიჩაძე
27.02.20 13:34
1021
განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ საჯარო სკოლებში საპონი, ქაღალდი და სხვა საჭირო ჰიგიენური საშუალებები არის.

ზოგადი განათლების სამმართველოს ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი ირწმუნება, რომ სანიტანურ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში ხორციელდება, კორონავირუსის დაფიქსირების გამო კი, საზედამხედველო ნორმები კიდევ უფრო გამკაცრდება.

„სწორედ ამ სიტუაციის უზრუნველყოფას ეხება ჩვენი რეკომენდაციები, რომელიც განმეორებით დაიგზავნა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. სკოლებში აღნიშნული რეკომენდაციები მუდმივად ეგზავნებოდათ და თუ ასეთი შემთხვევა იყო, მონიტორინგის სამსახური უწყვეტ რეაგირებას ახდენდა. ადმინისტრაციები ვალდებულები არიან, სიტუაცია აკონტროლონ; გამკაცრებული მონიტორინგის პირობებში გაძლიერდება ზედამხედველობის ნორმები”, - განაცხადა ეკა ხუციშვილმა.