მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების სამინისტრო: პედაგოგების 70% ვაქცინირებულია

6198a7c30848b
BM.GE
20.11.21 12:00
648
განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მასშტაბით პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის პერსონალის 70.7% აცრილია. 

ამასთან, ვირუსის გავრცელების რისკიდან გამომდინარე ქვეყნის მასშტაბით 169 სკოლა და ცალკეული 438 კლასი დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება. 

"სტაბილური ვითარება ნარჩუნდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებელთა 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია.

ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70,7%.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის საჭირო რესურსების მარაგით.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში,"- ნათქვამია განცხადებაში.