მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების სამინისტრო TI-ის კვლევას არ ეთანხმება

5da086992d6a9
BM.GE
11.10.19 17:39
806
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეხმაურება „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ და ერთ-ერთი მედია საშუალების(დასახელებული არ არის) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ “განათლების სამინისტროს მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებული ადამიანების შესახებ” არ შეესაბამება სიმართლეს.

„უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს სახელწოდება არასწორად (სავარაუდოდ, მიზანმიმართულად) არის მითითებული. 2018 წელს განათლებისა და მეცნიერების, ასევე, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანების შემდგომ მას ეწოდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (და არა მითითებული სახელწოდება „განათლების სამინისტრო“). შესაბამისად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები, რომლებიც ამ უწყებებში ცალ-ცალკე არსებობდნენ, გაერთიანდნენ.

გაერთიანების შედეგად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩამოყალიბდა ერთი - სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი. გარდა იქამდე არსებული საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის სამმართველოებისა, აღნიშნულ დეპარტამენტს დაემატა პროტოკოლის სამმართველო, ცხელი ხაზი და ახალი - კოორდინაციის სამმართველო, ვინაიდან სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა, არაერთი მიმართულების (განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი) გარდა, ფუნქციონირებს რამდენიმე ათასი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

გაერთიანებისა და დამატებული სამმართველოების მიუხედავად, დეპარტამენტში დღეს არსებული თანამშრომლების რაოდენობა არის არა 49 (როგორც ანგარიშშია მითითებული), არამედ 41, რაც იქამდე ცალ-ცალკე არსებულ სამმართველოებში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობაზე ნაკლებია“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა საჯარო სექტორში დასაქმებული PR სამსახურის თანამშრომლების შესახებ. განათლების სამინისტრო მოხვდა იმ საჯარო უწყებების ათეულში, სადაც ყველაზე ბევრი PR-ის თანამრომელია დასაქმებული.