15.მაისი .2020 15:05

განათლების სამინისტრომ მოსწავლეების შეფასების ახალი სისტემა განსაზღვრა

views 307
უკან

მოსწავლეების შესაფასებლად შეფასების ორი ფორმა განისაზღვრა. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პირველია განმავითარებელი შეფასება, ხოლო მეორე - განმსაზღვრელი შეფასება.

მისი განმარტებით, პირველ შემთხვევაში მასწავლებელი აღწერს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას სასწავლო წლის განმავლობაში, რაც ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და მომდევნო სასწავლო წლის ეფექტიანი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის შესაძლებლობას, ხოლო მეორე შემთხვევაში კონტროლდება სწავლის ხარისხი, დგინდება მოსწავლის მიღწევის დონე ეროვნული სწავლების გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში და ამაში იწერება ქულა.

"ჩვენ შევიმუშავეთ შეფასების ალტერნატიული გზები და იმისთვის, რომ წავახალისოთ სკოლების ავტონომია, შევთავაზებთ ამ გზებს სკოლებს და მივმართავთ, რომ თავად მიიღონ გადაწყვეტილება, რაც დამოკიდებული იქნება ინდივიდუალურად, მოსწავლის სიტუაციიდან და სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე. ანუ, მოსწავლის 2019-2020 წლის შეფასების ქულად განისაზღვრება პირველ სემესტრში მიღებული ქულა, ან წლიურ ქულად განისაზღვრება პირველი სემესტრის ქულის და მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამის და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე. ბევრმა სკოლამ დააფიქსირა საფუძველი, რომ დისტანციური სწავლების საფუძველზე მიღებული განათლება შეფასდეს.

ცალკე გამოსაყოფია მეხუთეკლასელების სიტუაცია, რადგან მეხუთე კლასის მოსწავლეებისთვის შეფასება იწყებოდა მეორე სემესტრიდან, შესაბამისად, მათთვის მეორე სემესტრის 6 კვირის განვლილი პროგრამის და დისტანციური სწავლების შედეგად მიღებული შეფასების საფუძველზე მოხდება მათი ქულის დადგენა. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არ გააჩნია პირველ სემესტრში მიღებული ქულა, მაშინ მისი წლიური შეფასება განისაზღვრება მეორე სემესტრის 6 კვირის და დისტსნციური სწავლების შედეგად მიღებული ქულის შედეგად", - განაცხადა ჩხენკელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა