მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების სამინისტროს ერთ–ერთი უმსხვილესი სსიპ–ის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

605f6dcad5958
BM.GE
27.03.21 15:39
836
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სსიპ-ის, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაცია დავით ფარცვანიამ საკუთარი Facebook–ის მეშვეობით გაავრცელა.

მისი განცხადებით, განათლების მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე თავადვე, გუშინ მიმართა. დავით ფარცვანიამ საკუთარ მიმართვაში გამოყო ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია და მას მადლობა გადაუხადა.

“მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა ქვეყანაში თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად მემუშავა, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს განათლების სფეროს წინსვლისა და პროგრესისასთვის. გასული წლის მანძილზე პანდემიის და მასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით 200 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების შეუფერხებლად განხორციელება შევძელით. მხოლოდ 2020 წელს, 10,000-ზე მეტი ბავშვი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა სასწავლო წელს, 2000-ზე მეტი სტუდენტს აქვს შესაძლებლობა პროფესიული უნარჩვევების შეისწავლოს და განავითაროს ახალ სასწავლებლებში.

ამ დროის მანძილზე პირადად ვნახე და დავრწმუნდი, როგორი თაობა გვეზრდება - ახალგაზრდები, რომლებმაც იციან თავისუფლების, შრომის ფასი, რომლებსაც უყვართ საკუთარი ქვეყანა, ფიქრობენ და ღელავენ მის მოავალზე. წლების შემდგომ ამ თაობამ უნდა გადაიბაროს და განაგრძოს ქვეყნის განვითარების პასუხისმგებლობა, მაგრამ დღეს ჩვენ ვართ პასუხისმგებლები მათ წინაშე სათანადო გარემოს შექმნით და განათლების სფეროს ხელშეწყობის და რეფორმირების გაგრძელებით. სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის დავრჩები ამ დარგის გულშემატკივრად, რადგან განათლება ჩვენი მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

მადლობას ვუხდი ყოფილ პრემიერ-მინისტრს - გიორგი გახარია, რომელმაც ამ პოზიციაზე მუშაობის შესაძლებლობა მომცა! მადლობა ბატონო გიორგი რომ მენდეთ და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შესაძლებლობა მომეცით. მადლობა იმ სწორი ღირებულებებისთვის და ფასეულობებისთვის რომელსაც ატარებთ და რომელსაც გვიზიარებთ - რომელიც სამაგალითო ლიდერად გაქცევთ და თქვენთან მუშაობის ენთუზიაზმით გვავსებს.

ასევე დიდ მადლობას ვუხდი განათლების და მეცნიერების მინისტრს ბატონ მიხეილ ჩხენკელს და მთლიანად სამინისტროს გუნდს, მადლობა და წარმატებები! მე დროებით გემშვიდობებით”,– ნათქვამია დავით ფარცვანიას მიმართვაში.