მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განახლებადი ენერგიის მწარმოებელი ტოპ-10 უმსხვილესი კომპანია მსოფლიოში

5f6ccdfdb7ce4
BM.GE
25.09.20 00:10
2011
მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ენერგოსექტორისთვის მთავარი წყარო განახლებადი ენერგიაა. განახლებადი ენერგიის უდიდესი კომპანიების ოფისები ძირითადად ესპანეთსა და დანიაშია, დანარჩენი განთქმული კომპანიები კი ჩინეთში, აშშ-ისა და კანადაში მდებარეობს.

წარმოგიდგენთ განახლებადი ენერგიის მწარმოებელ უმსხვილეს ტოპ-10 კომპანიას მსოფლიოში. რეიტინგის შესადგენად გამოყენებულია 11 სექტემბრის მდგომარეობით არსებული მონაცემები.

1. Iberdrola SA
წლიური შემოსავალი: $38.3 მილიარდი
სუფთა შემოსავალი: $4.0 მილიარდი
საბაზრო კაპიტალიზაცია: $77.9 მილიარდი

Iberdrola ესპანური წარმოშობის მულტინაციონალური კომუნალური სერვისების კომპანიაა. კომპანია დაკავებულია ელექტროენერგიის გამომუშავებით და დისტრიბუციით. Iberdrola-ს ფილიალები კიდევ სამხრეთ ამერიკაში, აშშ-ში, ესპანეთში და პორტუგალიაში მდებარებს.

2. Vestas Wind Systems A/S
წლიური შემოსავალი: $15.6 მილიარდი
სუფთა მოგება: $563.2 მილიარდი
საბაზრო კაპიტალიზაცია: $29.4 მილიარდი

Vestas-ი დანიური კომპანიაა, რომელიც ენერგიას ქარის ტურბინებით გამოიმუშავებს. გარდა ამისა, Vestas-ი თავისით ანვითარებს, აწარმოებს და ამონტაჟებს ქარის ტურბინებს. კომპანიის ქარის წისქვილები უკვე თითქმის ყველა ქვეყანაშია აგებული.

3. Siemens Gamesa Renewable Energy SA
წლიური შემოსავალი: $10.6 მილიარდი
სუფთა მოგება: -$830.5 მილიარდი
საბაზრო კაპიტალიზაცია: $17.4 მილიარდი

Siemens Gamesa ესპანური ქარის ტურბინების საინჟინერო კომპანიაა. Siemens Gamesa როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო ქარის ტურბინებს ყიდის, რომლებსაც უკვე 90 ქვეყანაში აქტიურად გამოიყენება.

4. Orsted A/S
წლიური შემოსავალი: $6.4 მილიარდი
სუფთა მოგება: $850.3 მილიონი
საბაზრო კაპიტალიზაცია: $57.6 მილიარდი

Ostred-ი განახლებადი ენერგიის დანიური კომპანიაა, რომელიც განახლებადი ენერგიის მოპოვების რამდენიმე ხერხს იყენებს. კომპანიის ქარისა და თერმული ენერგიის სექტორები ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიებით გამოირჩევიან: საზღვაო ქარის ტურბინების ‘ფერმებით’ და თერმულ ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურებით.

5. JinkoSolar Holding Co.
წლიური შემოსავალი: $4.6 მილიარდი
სუფთა მოგება: $163.1 მილიონი
საბაზრო კაპიტალიზაცია: $945.4 მილიონი

JinkoSolar-ი ჩინური კომპანიაა, რომელიც მზის ენერგიას გამოიმუშავებს. ელექტროენერგიის გარდა, კომპანია მომხმარებელს მზის ენერგიის გამოსამუშავებლად საჭირო ინფრასტრუქტურას სთავაზობს, როგორებიცაა მზის პანელები და მოდულები.

6. Canadian Solar Inc.
წლიური შემოსავალი: $3.2 მილიარდი
სუფთა მოგება: $257.3 მილიონი
საბაზრო კაპიტალიზაცია: $1.7 მილიარდი

Canada Solar-ი კანადური კომპანიაა, რომელიც მზის ენერგიას გამოიმუშავებს. Ის ასევე აპროექტებს და აწარმოებს მზის გამოსხივების ან სინათლის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნის მოწყობილობებს. Canadian Solar-ს მომხმარებელი 160 ქვეყანაში ჰყავს.

7. First Solar Inc.
წლიური შემოსავალი: $3.1 მილიარდი
სუფთა მოგება: $98.8 მილიონი
საბაზრო კაპიტალიზაცია: $7.4 მილიარდერი

First Solar-ი მზის ენერგიის კომპანიაა. ამ სიაში ჩამოთვლილი დანარჩენი მზის ენერგიაზე მომუშვებ კომპანიების მსგავსად, First Solar-იც უზრუნველყოფს მომხმარებლებს მზის გამოსხივების ან სინათლის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნის მოწყობილობებით.

8. Brookfield Renewable Partners LP
წლიური შემოსავალი: $2.9 მილიარდი
სუფთა მოგება: -$34.3 მილიონი
საბაზრო კაპიტალიზაცია: $8.2 მილიარდი

Brookfield Renewable კანადური შეზღუდული ქონებრივი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა, რომელიც განახლებადი ელექტროენერგიის მრავალ აქტივს ფლობს და მართავს. ამასთან ერთად, Brookfield Renewable-ს ბევრ ქვეყანაში განახლებადი ელექტროენერგიის გამომუშავების სადგურებიც აქვს.

9. Renewable Energy Group Inc.
წლიური შემოსავალი: $2.6 მილიარდი
სუფთა მოგება: $563.3 მილიონი
საბაზრო კაპიტალიზაცია: $1.6 მილიარდი

Renewable Energy Group-ი ბიოდიზელის საწვავის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც დაკავებულია განახლებადი და ბიოდეგრადირებადი საწვავით და ქიმიკატებით ვაჭრობით. Renewable Energy Group-ი ნარჩენების, ცხიმების, მცენარეული ზეთების და სხვა სამრეწველო ნედლეულის შერევით ბიოდეგრადირებად და განახლებად საწვავს აწარმოებს.

10. SunPower Corp.
წლიური შემოსავალი: $1.9 მილიარდი
სუფთა შემოსავალი: $8.4 მილიონი
საბაზრო კაპიტალიზაცია: $1.8 მილიარდი

SunPower-ი მზის ენერგიის გამომმუშავებელი კომპანიაა, რომელიც ასევე დაკავებულია მზის პანელების დამზადებით. SunPower-ი თავისი ეკოლოგიურად სუფთა და ამავდროულად ინოვაციური მზის ენერგიის მოსაპოვებელი გზებით გამოირჩევა, ასევე, განვითარებული ინჟინერიით და ტექნოლოგიით.