მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განახლებული ბულვარი და ცენტრალური ქუჩები - რა სიახლეებით ხვდება ურეკი საზაფხულო სეზონს

62b05d7fc74bb
BM.GE
21.06.22 22:05
1321
დაბა ურეკში ახალი ბულვარისa და ცენტრალური ქუჩების მოწყობაზე ქვეყნის ბიუჯეტიდან 3.1 მლნ ლარი დაიხარჯა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის მოწყობისა და მიმდებარე ცენტრალური ქუჩების სამუშაოები დასრულდა. უწყება პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში, ბულვარის სამშენებლო სამუშაო ბულვარის ცენტრალური შესასვლელის რეკონსტრუქციას, საფეხმავლო ბილიკის, ცენტრალური შესასვლელის მიმდებარედ მთავარი მოედნის, მცირე მოედნის, სველი წერტილების სრულ დემონტაჟს და ახლის მოწყობას ითვალისწინებდა. ასევე, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა თაყაიშვილის ქუჩასა და ბულვარის დამაკავშირებელ გასასვლელებს, მოეწყო მცირე არქიტექტურული ფორმები და ბულვარის ინვენტარი, ბავშვთა მოედან და სივრცეები სპორტული აქტივობებისთვის.

ბულვარში დამონტაჟდა გარე განათება, მოეწყო ველო-ბილიკები, მცირე მოედნები და სივრცეები ღია სეზონური კაფეებისა და კომერციული ობიექტებისთვის“, - ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე ცნობით, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს, გურიის სანაპირო ზოლის მოვლის სამუშაოებს, რისთვისაც მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მათ შორის, ქვიშის საცრელი მანქანა-დანადგარი (Beach tech). სანაპირო ზოლის მოწესრიგებისა და დასუფთავების სამუშაოებზე ამჟამად დასაქმებულია 180-მდე ადგილობრივი მოსახლე.

გურიის სანაპირო ზოლი მზად არის ტურისტებს კომფორტულ და მოწესრიგებულ გარემოში უმასპინძლოს.