06.თებერვალი .2020 12:54

განახლებული დაზღვევა ალდაგისგან მაქსიმალური დაფარვით

views 171
უკან

ალდაგი მომხმარებელს განახლებულ, ულტრა ავტოდაზღვევას სთავაზობს. ულტრა ავტოდაზღვევაში გამონაკლისები ანუ დაუფარავი შემთხვევები მინიმუმამდეა დაყვანილი და ისეთი შემთხვევებიც ანაზღაურდება, რომლებიც აქამდე არ იფარებოდა.

განახლებული ავტოდაზღვევა მომხმარებლის უკუკავშირზე, სურვილებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით შეიქმნა. შედეგად, ალდაგის ულტრა დაზღვევა მაქსიმალურად მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული და ისეთ შემთხვევებსაც ფარავს, რომელზე მძღოლებს არც კი უფიქრიათ, მაგალითად:

გარეგანი დაზიანება ულტრა ავტოდაზღვევა ამიერიდან ფარავს ყველა ტიპის გარეგან დაზიანებას, რა სიტუაციაშიც არ უნდა დაზიანდეს ავტომობილი, მაგალითად ასხლეტილი ქვით დაზიანება, კატის ნაფხაჭნი თუ სხვა.

ევაკუატორით ან ბუქსირით გადაყვანისას დაზიანება ულტრა ავტოდაზღვევა ფარავს არასწორი პარკირების გამო ევაკუატორით ან ბუქსირით გადაყვანისას დაზიანებას, რაც მანამდე გამონაკლისად ითვლებოდა.

არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზიანება ალდაგის ულტრა დაზღვევა იმ შემთხვევებსაც ფარავს, როდესაც ავტომობილი დაზიანდა არაუფლებამოსილი მძღოლის მიერ მართვისას.

შუშების / ლუქის ჩაწეულ მდგომარეობაში დატოვება იმ შემთხვევაში თუ მძღოლს ავტომობილის ლუქი ან ფანჯარა შემთხვევით ღია დარჩა და მანქანა ამის გამო დაზიანდა, დღეიდან ასეთი სიტუაციაც არ ქმნის ბარიერს ანაზღაურებაში.

სარეგისტრაციო საბუთის ავტომობილში ჩატოვება თუკი ვთქვათ ავტომობილი მოიპარეს, ისე რომ სარეგისტრაციო საბუთი მძღოლს იქვე ჰქონდა დატოვებული და შესაბამისად ვერ წარმოადგინა, ეს უკვე პრობლემას აღარ შექმნის ანაზღაურების დროს.

ეს ცვლილებების სრული ჩამონათვალი არ არის. ალდაგის ულტრა ავტოდაზღვევა მაქსიმალურად ითვალისწინებს ყველა სიტუაციას და ანაზღაურებას უფრო მოქნილს და მომხმარებლისთვის კომფორტულს ხდის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა