მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს (R)

60ffcfe97050c
BM.GE
27.07.21 13:14
1553
Setanta Sports Eurasia ევროპისა და აზიის 13 ქვეყანაში, ქართული ტელეკომუნიკაციების ისტორიაში, ყველაზე მასშტაბურ პროექტს იწყებს.

2021 წლის ახალი სპორტული სეზონიდან, კომპანია, OTT პლატფორმის მიმართულებით ფართოვდება. ეს გულშემატკივარს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მისთვის სასურველ ჩემპიონატებსა და მატჩებს თვალი, ტელევიზიის გარდა, აპლიკაციის საშუალებითაც მიადევნოს.

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული სამყაროს მზარდი და სწრაფი განვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, მომხმარებლებს ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება და ამასთანავე შესაძლებლობა, უყურონ მაღალი ხარისხის კონტენტს ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი მოწყობილობით.

Setanta Sports Eurasia-ს ათწლეულების განმავლობაში აღიარებული იმიჯი და adjarasprot-ის ხედვის შერწყმა, საუკეთესო შესაძლებლობაა, ერთი მხრივ, შეიცვალოს სპორტისადმი დამოკიდებულება და მისი აღქმა და, მეორე მხრივ, ამ რეგიონში გაჩნდეს მოხმარებისა და მომხმარებლისთვის სრულიად ახალი, თანამედროვე გამოცდილება.

„ჩვენი მიზანი, კომპანიის ახალ საფეხურზე გადაყვანასთან ერთად, ამჟამინდელი და პოტენციური მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი კონტენტის შეთავაზებაა - მოსახერხებელი, ხელმისაწვდომი და სანდო პლატფორმის გამოყენებით.

ამ კომპონენტების ერთობლიობა, სპორტით დაინტერესებული ადამიანებისთვის ისეთ მრავალფეროვან ასორტიმენტს ქმნის, რომელიც, საპასუხისმგებლო გამოწვევაა კომპანიისთვის და, ამასთანავე, ინოვაციური შესაძლებლობაა ჩვენი რეგიონის მომხმარებლებისთვის.

აქედან გამომდინარე, დაინტერესებული ვართ არსებული ბაზრის გაფართოებითა და განვითარებით“, - ამბობს adjarasport-ისა და Setanta Sports-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ფრუიძე.




ინგლისის პრემიერ ლიგა, უეფას ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ლა ლიგა (საქართველოს გარდა 12 ქვეყანაში), იტალიის Seria A, გერმანიის ბუნდესლიგა, საფრანგეთის Ligue 1, საკალათბურთო NBA და ევროლიგა, Formula 1, ქალთა და მამაკაცთა საჩოგბურთო ტურნირები, შერეული საბრძოლო ხელოვნების მთავარი დაპირისპირებები და ჰოკეის მატჩები - ეს იმ ჩემპიონატებისა და ტურნირების ჩამონათვალია, რომელთა ხილვასაც Setanta Sports-ის მაყურებელი ამ სეზონიდან შეძლებს, იმ პლატფორმის გამოყენებით, რომელზეც საერთაშორისოდ აღიარებულმა ვიდეოტექნოლოგიების კომპანია Endeavor Streaming-მა იმუშავა; აპლიკაცია საუკეთესო მასპინძელი იქნება დაინტერესებული ადამიანებისთვის, ისიამოვნონ სპორტის ნებისმიერი სახეობით.

Endeavor Streaming-ი 2004 წლიდან მუშაობს ახალი ტექნოლოგიებისა და ციფრული მაუწყებლობის დისტრიბუციისა და მონეტიზაციის მიმართულებით. პლატფორმა თანამშრომლობს ისეთ აღიარებულ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა - Sky Sports, NBA, NFL, UFC, Big Ten Network, Univision.

„მოხარული ვართ Setanta Sports-სა და adjarasport-თან თანამშრომლობის გამო, რამდენადაც ისინი შემოდიან OTT ბაზარზე და ავითარებენ მომხმარებლებისთვის პროდუქციის მიწოდების ახლებურ სტრატეგიას. ჩვენ ვამაყობთ, რომ წილად გვხვდა პატივი, შევქმნათ პლატფორმა, რომლის გამოყენებითაც მაყურებლებს წვდომა ექნებათ ბაზარზე არსებულ, წამყვან სპორტულ კონტენტზე“, - ამბობს Endeavor Streaming-ის პრეზიდენტი, ფრედ სანტარპია.

„adjarasport-ის მხრიდან Setanta Sports-ის შეძენის შესახებ მოლაპარაკებების დროს, ჩემთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო დავრწმუნებულიყავით, რომ ახალი მფლობელები შეინარჩუნებდნენ და განავითარებდნენ Setanta Sports-ის რეპუტაციას, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში შევქმენით. ეჭვი არ მეპარება, რომ ახალ, OTT პროდუქტს დიდი წარმატება ექნება და ეს, Setanta Sports-ს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს“, - განაცხადა Setanta Sports-ის დამფუძნებელმა მაიკლ ოროურკმა.

Setanta Sports-ის გადაწყვეტილებები და ინოვაციური ხედვა, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს რეგიონში სპორტის ტრანსლირების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, პოპულარიზაციასა და მთლიანად ამ ინდუსტრიის განვითარებაზე.