მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განახლებული ოქროს ბირჟა რამდენიმე დღეში გაიხსნება - “თბილისი ცენტრალი"

64808df66f764
ნანუკა ნარიმანიძე
08.06.23 11:10
2652
სტატიაში საუბარია:

სავაჭრო ცენტრი “თბილისი ცენტრალის” პირველ სართულზე, განახლებული ოქროს ბირჟა ერთი კვირის ინტერვალში გაიხსნება, - ამის შესახებ “თბილისი ცენტრალის” ფინანსურმა დირექტორმა, ნათია ქადაგიშვილმა გადაცემა “ქალების ნარატივში” სტუმრობისას ისაუბრა.

“ახლახან დავასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტი, ცენტრალის პირველ სართულზე ოქროს ბირჟა გავზარდეთ და დიდ ტერიტორიაზე გავიტანეთ, ახალი სივრცე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი, სადაც მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვან სამკაულებს შევთავაზებთ, სივრცის ფართობი 5 000 კვ.მ-ია", - განმარტავს ის.

გარდა ამისა, ფინანსური დირექტორი უახლოეს სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანიის სხვა მხრივ გაფართოებაც იგეგმება.

“ცენტრალში 25 000 კვ.მ გასაქირავებელი ფართია, როგორც მოგახსენეთ, 5 000 კვ.მ. მთლიანად ოქროს ბირჟას აქვს დაკავებული, დანარჩენ ფართობზე 20-25 დიდი მაღაზიაა განთავსებული, ძირითადად ტექნიკის ბრენდები, დერეფანში პატარა სამკაულის კუნძულები გვაქვს ამოტანილი, სადაც მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას ვაძლევთ თავისი საქმიანობა განახორციელონ და მიიღონ შემოსავალი”, - განაცხადა მან და დასძინა, რომ კომპანია სხვა მიმართულებებითაც ფიქრობს განვითარებას - “ჩვენ ჩვენი ნიშა ორი წლის წინ ვიპოვეთ და ძირითადად ტექნიკის ობიექტებზე ვართ ორიენტირებულები, თუმცა, გვსურს ტანსაცმლისა და სხვა მიმართულებით გაფართოებაც, სწორედ ამიტომ, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ვმუშაობთ ახალი ბრენდების შემოყვანაზე”, - დასძინა ნათია ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს “თბილისი ცენტრალის” ადმინისტრაცია 95 კაციანი გუნდისგან შედგება, ხოლო, მთლიანად ცენტრის მასშტაბით, 1 500 ადამიანია დასაქმებული.