საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, წინასწარ იმის თქმა განახორციელებს თუ არა სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს ლარის გაუფასურების შემთხვევაში, შეუძლებელია. ამის შესახებ კობა გვენეტაძემ მპკ-ს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობა გვენეტაძე იმედოვნებს, რომ სებ-ის მომავალი პრეზიდენტის ხელმძღვანელობის პირობებში სავალუტო რეზერვების მართვა ისეთივე მიდგომებით მოხდება, როგორც ეს აქამდე იყო.
„წინასწარ იმის თქმა, როგორი იქნება ეროვნული ბანკის ინტერვენცია, შეუძლებელია. იმედი მაქვს, რომ მიდგომა სავალუტო რეზერვების მიმართ ისევე გაგრძელდება, როგორიც აქამდე გვქონდა და ჩარევა იმ შემთხვევაში მოხდება, რომ ბაზრის არაგამართული მუშაობის აცილება მოხდეს და არა იმისთვის, რომ რომელიმე კონკრეტული გაცვლითი კურსის დონე შენარჩუნდეს“, - განაცხადა გვენეტაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დონე საიმედოობისთვის მნიშვნელოვანია.
„დღეისთვის რეზერვები რეკორდულ დონეზეა, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ რეზერვებს შევხედოთ არა აბსოლუტურ რაოდენობაში, არამედ სხვადასხვა ინდიკატორებთან მიმართებით. რეზერვების ადეკვატურობის ყველაზე კარგი საზომი რეზერვების ადეკვატურობის მეტრიქსია. ეს ინდიკატორი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერაა ყველა ქვეყნისთვისაა შემუშავებული და ეს შეფასება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ამ შეფასების მიხედვით, რომელსაც ასევე სარეიტინგო კომპანიები უყურებენ, საქართველოს ზომის ეკონომიკას ეს ინდექსი 100-დან 150-მდე უნდა ჰქონდეს. თუ შევხედავთ 2022 წლის ბოლოს, საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რომელსაც არაადეკვატური რეზერვები ჰქონდა და 2022 წლის ბოლოს ეს ინდექსი დაახლოებით 110% იყო. აბსოლუტურ გამოხატულებაში ეს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია, თუმცა თუ იმ მაჩვენებელს შევხედავთ, რომელიც კარგად ახასიათებს ამას. რეზერვები ჯერ იმ დონეზე არ არის და შეიძლება კიდევ გაიზარდოს, თუმცა ის რომ რეზერვები დაგროვდა და რეზერვების გაყიდვის და ყიდვის დროს არ განსაზღვრავს. ახლა რეზერვების ყიდვის კარგი პერიოდი იყო და ჩვენ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევავსეთ. ეს რისკების მატერიალიზების ყველაზე კარგი საშუალებაა, რომელიც სხვადასხვა უარყოფითი შოკის შემთხვევაში შეიძლება იყოს. იგივე 2020 წელს 916 მლნ რომ გავყიდეთ... რეზერვები მანამდე რომ არ დაგვეგროვებინა ამის გაყიდვასაც ვერ მოვახერხებდი“, - განმარტა სებ-ის პრეზიდენტმა.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი