მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განიხილავს თუ არა მთავრობა კვების ობიექტებისთვის "უსაფრთხო სტატუსის" მინიჭებას? - გაბუნია

60757568e21dd
ინგა მურუსიძე
13.04.21 14:54
403
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა მუშაობს კონცეფციაზე, რაც შეიძლება რესტორნებისა და სასტუმროებისთვის "უსაფრთხო სტატუსის" მინიჭებას ითვალისწინებს. თავის მხრივ, რესტორნების ნაწილი ამ კონცეფციას ემხრობა და აცხადებს, რომ თანამშრომლად მხოლოდ იმ ადამიანს აიყვანს, ვინც აცრილია.

დღეს კი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ აღნიშნულ საკითხზე bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ მსოფლიოში უსაფრთხო დაწესებულებების წახალისების გამოცდილება უკვე არსებობს.

„მსოფლიოში არსებობს ამის მაგალითები, როცა წახალისებულია ვაქცინაციაში მონაწილეობაც და ის დაწესებულებებიც, სადაც არის უსაფრთხო გარემო. ჩვენ გარკვეული დრო გვჭირდება იმისთვის, რომ ცოტა მეტი ვაქცინირებული ადამიანი გაჩნდეს, ვაქცინების მოწოდების პროცესიც გაფართოვდეს, რომ ასეთი ტიპის მექანიზმები ავამოქმედოთ. ვფიქრობ, ამის შესაძლებლობა მალე გევქნება “, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.