მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განიხილავს თუ არა მთავრობა სააღდგომოდ შეზღუდვების დაწესებას? - ტიკარაძის პასუხი

606ab9b259a63
ინგა მურუსიძე
05.04.21 11:29
1588
დაწესდება თუ არა სააღდგომოდ დამატებითი შეზღუდვები, ამის თაობაზე საქართველოს მთავრობას ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. "ჯერ ადრეა საუბარი, თუ რა იქნება სააღდგომოდ, რადგან ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს", - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტის შესაბამის კითხვას.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, "სავარაუდოდ, აღდგომამდე 1 კვირით ადრე მთავრობას ექნება ზუსტი ინფორმაცია, თუ რა გეგმა იმუშავებს დღესასწაულებზე".

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში, სწორედ ამიტომ არის გააქტიურებული შრომითი ინსპექციის მუშაობა. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოქალაქეების ჩართულობას ყველა აქტივობაში, რათა არ გავხდეთ იძულებულები, რომ ინფექციის გავრცელების გამო კვლავ შეზღუდვები დავაწესოთ.

ამ ეტაპზე გვაქვს რესურსი, რომ ლოკალური შეზღუდვების გააქტიურებით მიღებული შედეგიდან გამომდინარე, არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე, თუმცა მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.