მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განიხილავს თუ არა სარესტორნო ბიზნესი რუსი მოქალაქეების დასაქმებას? - ბურჯანაძის პასუხი

63328579b934a
თათია ჩაფიჩაძე
27.09.22 20:00
1806
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსეთის მოქალაქეების შემოდინება არ წყდება. გაზრდილი მიგრანტების ფონზე მათ შრომით საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებითაც კითხვები ჩნდება.

იმ ფონზე, როცა ქვეყანაში კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტია, რამდენად შეიძლება ველოდოთ მათ დასაქმებას სხვადასხვა სექტორში, მაგალითად სარესტორნო ინდუსტრიაში, რომელიც კადრების მწვავე დეფიციტის წინაშეა? - ამ კითხვაზე რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე BMG-ს პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, მთავარი მიზეზი კი მათთვის დაბალი ანაზღაურებაა.

ბურჯანაძე ვარაუდობს, რომ შემოსული მიგრანტების ის ნაწილი ვინც შესაძლოა ქვეყანაში გრძელვადიანად დარჩეს უფრო საკუთარი ბიზნესის წამოწყებით დაკავდება.

„შეიძლება გავმიჯნოთ ქართველი ემიგრანტები და მათი შვილები რომლებიც დაბრუნდებიან და მეორეა უშუალოდ რუსი ეროვნების ადამიანები. ბაზართან მიმართებით საკითხს თუ დავსვამთ ისე, რამდენად იქნებიან ისინი ჩვენს სფეროში გამოყენებულები, ქართველი ემიგრანტები შეიძლება კი, ხოლო რუსი ეროვნების ადამიანები რომლებიც შემოშვებულები იქნებიან და გადაწყვეტენ საქართველოში ცხოვრებას, ვფიქრობ, რომ როგორც მუშახელი ნაკლებად შეიძლება მოვიაზროთ, ისინი უფრო მოიაზრებენ ბიზნესის კეთებაში თუ ეს გამოცდილება აქვთ ჩვენს სფეროში, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში გაჩერებას მათთვის აზრი არ აქვს ვინაიდან შემოსავლის წყარო მათთვის იქნება ძალიან მცირე. ის მუშახელი, რომელიც საქართველოში შეიძლება დასაქმდეს, ძალიან დაბალი ხელფასის მქონე იქნებიან რუსეთთან შედარებით.“ - განაცხადა ბურჯანაძემ.