მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„განმეორებით ტექინსპექტირების თავიდან აცილებისთვის სანქციები დაწესდება"

626a866f1dc4c
მარიამ იზორია
30.04.22 16:35
3548
ტექინსპექტირების რეფორმის აღსრულების ნაწილში გარკვეული პრობლემები იკვეთება. მაგალითად, გზებზე კამერები ხშირად გამორთულია, რის გამოც ჯარიმების გამოწერა არ ხდება, აღსრულების მექანიზმს კი შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აძლიერებს. ეს პრობლემები რამდენიმე თვის წინ პარლამენტში ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემაც გააჟღერა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ ტექნიკური დათვალიერების კუთხით სტატისტიკა გაზრდილია, თუმცა მიმართვიანობის ნაწილში სახარბიელო მდგომარეობა არ არის.

მაია ბითაძის განმარტებით, იმისათვის, რომ პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზები აღმოიფხვრას პარლამენტში საკანონდმებლო ინიციატივა მზადდება.

„ტექინსპექტირებასთან დაკავშირებით მიმართვიანობის სტატისტიკა სახარბიელო არ არის. იმისათვის, რომ პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზები აღმოიფხვრას პალრამენტში საკანონმდებლო ინიციატივა მზადდება, რომლის ფარგლებშიც არა პირველი, არამედ განმეორებითი ტექინსპექტირების თავიდან აცილების შემთხვევაში გარკვეული სანქციები დაწესდება. ეს იქნება გარანტი იმისა, რომ პირი, რომელიც ფლობს ავტომობილს, რომელსაც არ აქვს ტექინსპექტირება გავლილი - აუცილებლად გაივლის.

ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ სისტემა, რომელიც ახლა ავამუშავეთ რეგრესისკენ წავიყვანოთ, განმეორებითობა იქნება მთავარი კომპონენტი, რომლითაც რეფორმას დავარეგულირებთ“ - აცხადებს ბითაძე.