მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განსაკუთრებით ვიზრუნეთ სტუდენტებზე, რომლებიც საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ - ზალკალიანი

5eb51ab1eb227
ინგა მურუსიძე
08.05.20 13:45
668
ამ ეტაპზე სამშობლოში 682 სტუდენტი დავაბრუნეთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მან ამ საკითხში გაწეული თანამშრომლობისთვის აშშ-ს მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ განსაკუთრებით ვიზრუნეთ ჩვენს სტუდენტებზე, რომელთა დიდი ნაწილი პანდემიის პირობებში საცხოვრებლის და შემოსავლის გარეშე დარჩა. ამ ეტაპზე სამშობლოში დავაბრუნეთ 682 სტუდენტი. ამ მხრივ მინდა განსაკუთრებით გამოვყო თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან და პრემიერის უშუალო ჩართულობით აშშ-დან სტუდენტების დაბრუნების პროცესი, ასევე სპეცრეისების ორგანიზება იმისთვის, რომ მათი დროულად დაბრუნება მომხდარიყო", - განაცხადა ზალკალიანმა.