მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ ქართული ავიაციის განვითარებას - ქარქაშაძე

63c645fb00033
მარიამ ვარადაშვილი
17.01.23 11:12
515
აეროპორტების გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი საქართველოში რაც შეიძლება მეტი ახალი ავიაკომპანიის შემოყვანაა. 

“ეკონომიკის სამინისტროს და მომიჯნავე უწყებების ჩართულობით შევძლებთ, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ ავიაციის ინდუსტრია საქართველოში და ხელი შევუწყოთ ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას. ჩემი მთავარი მოტივაცია იქნება, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია მოვიზიდოთ, რადგან მეტი პირდაპირი რეისი და ფრენა ნიშნავს მეტ ტურისტს, რაც ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას, როგორც კომერციულად მომგებიანი ბიზნესის და რა თქმა უნდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რომელსაც დიდი პოტენციალი და მომავალი გააჩნია”,-ამბობს ქარქაშაძე.

აეროპორტების გაერთიანების ახალ ხელმძღვანელზე ინფორმაცია გუშინ, 16 იანვარს, გავრცელდა. ქარქაშაძეს დირექტორად დანიშვნამდე ქუთაისის მერის მოადგილის პოზიცია ეკავა, სადაც მის საკურატორო სფეროებში სხვა მიმართულებებთან ერთად ტურიზმი და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხები შედიოდა.