მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განვითარების რა ეტაპზეა სტარტაპი Optio Ai და რა ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს 2020 წელს

5dde87d056b82
ლევან თაღიაშვილი
01.12.19 11:40
3556
ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა fintech სტარტაპმა - Optio.Ai-იმ ბოლო პერიოდში სამიზნე აუდიოტია შეიცვალა და კონკრეტულ მომხმარებელზე გასვლას B2B პლატფორმებით ცდილობს.

როგორც Optio.AI-ს დამფუძნებლებმა „საქმიან დილაში“ განაცხადეს,  „ტერა ბანკთან“ და „ლიბერთისთან“ თანამშრომლობის წარმატებული პროექტების შემდეგ, ისინი რეგიონის ბანკებთანაც აპირებენ კონტაქტის დამყარებას. 

„ჩვენი ტექნოლოგიური პროდუქტები B2C ბაზარზე იყო გათვლილი და დღეს პირდაპირ საბანკო სექტორს ველაპარაკებით. ჩვენ ვეხმარებით ბანკებს, რომ უკეთ გააანალიზონ მომხმარებლების ტრანზაქციები და ამაზე დაფუძნებით დაეხმარონ მათი პირადი ფინანსების მართვაში. ამჯერად ვმუშაობთ „ტერა ბანკთან“ და „ლიბერთსთან“. სხვადასხვა პროდუქტებით ვართ წარმოდგენილი, მათ შორის მონაცემების ანალიზის მიმართულებით; „ტერა ბანკთან“ ერთად გავუშვით „ტერა ბოტინი“, რომელიც საბანკო ჩეტბოტია და ფართო საბანკო ფუნქციონალითაა დახუნძლული. ვამაყობთ, რომ მსგავსი ფუნქციები ევროპაში არსებულ ჩატბოტებსაც კი არ აქვთ", - განაცხადა შოთა გიორგობიანმა.

სტარტაპის კიდევ ერთმა თანადამფუძნებელმა გიორგი მირზიკაშვილმა კი, „საქმიან დილაში“  Optio Ai-ის მიერ მოზიდულ ინვესტიციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, Optio.Ai-მ არსებობის ისტორიაში 200 000 ევროსა და 100 000 ლარის ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, რითაც გუნდში ახალი ადამიანების დამატების რესურსი გაჩნდა და ბოლო 1 წლის განმავლობაში მათი რიცხვი თითქმის გაორმაგდა.

მისივე განცხადებით, Optio მომავალ წელს GITA-ს 650 000 ლარიან გრანტზეც აპირებს განაცხადის შეტანას, სადაც მათი თანამონაწილეობაც მინიმუმ 650 000 ლარი უნდა იყოს და ამჟამად სტარტაპი ინვესტორის მოძიების სტადიაზეა.

შეგახსენებთ, რომ Optio AI 2016 წელს შეიქმნა და ხარჯების ანალიზს და მის სწორად განაწილებას ემსახურება.