მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განვითარებისთვის გვჭირდება ყველას შერიგება... დრო ფუჭად არ უნდა ვკარგოთ - ანდრო ჯიშკარიანი

6455023974205
თელარა გელანტია
05.05.23 23:00
670
სასტუმრო „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტის“ დამფუძნებლის და დირექტორის ანდრო ჯიშკარიანის აზრით, საქართველოში წერტილი უნდა დაესვას ერთმანეთთან დაპირისპირებას.

ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

„წერტილი უნდა დაესვას დაპირისპირებას ერთმანეთში - პოლიტიკურს თუ არაპოლიტიკურს. ქვეყანაში პოზიტიური განწყობა უნდა იყოს, რათა გვქონდეს მომავლის იმედი; მოვიზიდოთ ახალი ინვესტორები და ასევე, ადგილობრივმა ინვესტორებმაც ჩადონ ინვესტიციები და გავჯანსაღდეთ“, - თქვა მან.

რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის? - წამყვანის კიდევ ერთ ტრადიციულ კითხვას ანდრო ჯიშკარიანმა ასეთი პასუხი გასცა:

„საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება ყველას შერიგება და ყველას მიერ საქმის ერთად კეთება. ჩვენ დღეს დროს ვკარგავთ ფუჭად იმაში, რაშიც არ უნდა დავკარგოთ. ძალიან ადვილად შეიძლება ქვეყნის განვითარება. უბრალოდ, დრო ფუჭად არ უნდა ვყაროთ“, - აღნიშნა სასტუმრო „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტის“ დამფუძნებელმა.