ახალი საინვესტიციო ფონდისთვის, შესაძლოა დოლართან ერთად, ნაწილობრივ მოზიდული რესურსი ლარშიც გვქონდეს, ამიტომ განვიხილავთ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ჩართვას, - ამის შესახებ Bm.ge-სთან საინვესტიციო ფონდის "გაზელ ფაინენს ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ჯანელიძემ განაცხადა.
საქმე ისაა, რომ „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში ჩართვა გასული წლის დეკემბრიდან საინვესტიციო ფონდებსაც შეუძლიათ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სესხს ეროვნულ ვალუტაში აიღებენ. იქიდან გამომდინარე, რომ "გაზელ ფაინენს ჯორჯია“ ამჟამად დაფინანსებას მხოლოდ დოლარში აკეთებს, აღნიშნული პროგრამით ვერ სარგებლობს.
„სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" რესურსი იმ კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც დაფინანსებას ლარში გასცემენ. თუმცა ახალ ფონდში ჩვენ, შესაძლოა, გვქონდეს ლარში მოზიდული რესურსი, ამიტომ განვიხილავთ სააგენტოსთან ჩართვას. მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით გვაქვს“, - განაცხადა ნათია ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ "გაზელ ფაინენს ჯორჯია" ახალი ფონდის შექმნაზე მუშაობს, სადაც დოლართან ერთად განიხილავენ თანხის ნაწილობრივ ეროვნულ ვალუტაში მოზიდვას.
ცნობისთვის, გასული წლის დეკემბერში, საქართველოს მთავრობის 365-ე დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, საინვესტიციო ფონდებს ბანკების და სალიზინგო კომპანიების მსგავსად პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართვა შეუძლიათ. როგორც სააგენტოში bm.ge-ს განუცხადეს, აღნიშნული ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი, რაც შეიძლება მეტი საინვესტიციო ფონდის შექმნის ხელშეწყობაა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო