01.ივლისი .2021 23:00

2030 წლისთვის, მუნიციპალიტეტების დონეზე სეპარირების სრულად დანერგვა უნდა მოხდეს - დავითაშვილი

2030 წლისთვის, მუნიციპალიტეტების დონეზე სეპარირების სრულად დანერგვა უნდა მოხდეს - დავითაშვილი
views 662
უკან

„ნარჩენების მართვას, საზოგადოების ჩართულობასთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკა სჭირდება. სწორი პოლიტიკა გულისხმობს ნარჩენების მართვის კუთხით ახლებურ მიდგომას - ნარჩენების მართვა უნდა იყოს ეკონომიკის ნაწილი. როცა ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, აქ მნიშვნელოვანია მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა. ეს გულისხმობს იმას, რომ პრევენციის მიზნით, 2030 წლისთვის, რიგი ნარჩენების შემცირებისთვის, მუნიციპალიტეტების დონეზე სეპარირების სრულად დანერგვა უნდა მოხდეს.

ასევე მნიშვნელოვანია, დამაბინძურებელი ნარჩენების წარმომქმნელი კომპანიებისთვის წარმოებას გაფართოებული ვალდებულების გაჩენა, ანუ, მნიშვნელოვანი ხდება კერძო სექტორის ჩართულობა, რომ მათ მიერ წარმოებული ნარჩენი, ნედლეული გახდეს. ქვეყანამ, 30 წლის განმავლობაში, ცირკულარულობის გზით, ძირითადი ნარჩენების მართვას უნდა მიაღწიოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა დარგის განვითარების გრძელვადიანი ხედვის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა