08.სექტემბერი .2021 21:34

გარანტიები, რომლებიც სამართლიან სასამართლოს ეფუძნება, სამწუხაროდ, ქვეყანაში არაა - ბურჯანაძე

გარანტიები, რომლებიც სამართლიან სასამართლოს ეფუძნება, სამწუხაროდ, ქვეყანაში არაა - ბურჯანაძე
views 571
უკან

გარანტიები, რომლებიც სამართლიან სასამართლოს ეფუძნება , სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობს,- ამის შესახებ “რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს. მისი თქმით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ქვეყანაში შემოსვლით უცხოელი ინვესტორები არ ინტერესდებიან. ასე ეხმაურება ის საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში FDI 2.6%-ით შემცირდა, პირველ 6 თვეში კი შემცირება 11%-ია.

“სამწუხაროდ, ინვესტიციების კლება მოსალოდნელი იყო, რადგან ყოველდღიურ რეჟიმში კოვიდის გამო ახალი დღის წესრიგია, რაც აბრკოლებს ინვესტორებს. ამასთან, არასტაბილური მდგომარეობაა ქვეყანაში არჩევნების გამო. ვფიქრობ, ოქტომბრის შემდეგ აშკარად გამომჟღავნდება, საერთოდ შემოვა თუ არა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში.

ინვესტიციის მოზიდვისთვის უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება და სამართლიანი სასამართლო. ინვესტორმა უნდა იცოდეს, რომ მისი ინვესტიციის დაცულობა გარანტირებული იქნება”,- აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა