მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გარანტირებული ვაქცინაციის გარეშე შეზღუდვების შემსუბუქება უპასუხისმგებლობაა” - ვახტანგ კალოიანი

60d628e8320f2
ანუკა ჯოხაძე
26.06.21 09:20
491
მიმდინარე კვირაში საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა. ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით 1 ივლისიდან უქმდება გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

როგორც ჯანდაცვის სპეციალისტი ვახტანგ კალოიანი ამბობს, თუ ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება და დღიურად 20 000-მდე აცრა არ ჩატარდება, რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება ბევრ პრობლემას შექმნის.

“საკმაოდ მაღალი რისკია ვაქცინაციის გარეშე შეზღუდვების შემსუბუქება. ხელისუფლებას ეტყობა იმედი აქვს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვაქცინების დიდი არჩევანით და რაოდენობით უზრუნველყოფენ. შესაბამისად, თუ ვაქცინაცია არ იქნა სტრატეგიულად გაზრდილი და თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ყოველდღიურად დაახლოებით 20 000 ადამიანის აცრა, ეს ნიშნავს, რომ ამ რეგულაციების შემცირება გამოიწვევს ძალიან დიდ პრობლემებს შემოდგომაზე. გარანტირებული ვაქცინაციის გარეშე შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება უპასუხისმგებლობაა.”-აცხადებს ვახტანგ კალოიანი.