მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გარდაბანი 2"–ის აშენება მშვენიერია, თუმცა ეს იმპორტზე დამოკიდებულებას ზრდის"

5e174625a573a
ანუკა ჯოხაძე
09.01.20 19:20
1543
"გარდაბანი 2" - მნიშვნელოვანი შენაძენია, რამაც შეიძლება იმპორტდამოკიდებულება შეამციროს", - ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში Galt&Taggart-ის ანალიტიკოსმა მარიამ ჩახვაშვილმა ისაუბრა.

მისი შეფასებით, ბაზისური სადგურების დამატება ზამთრის დეფიციტს შეამცირებს და ენგურის გაჩერების პრობლემასაც მოხსნის.

"გარდაბანი 2" მნიშვნელოვანი შენაძენია, რამაც შეიძლება იმპორტდამოკიდებულება შეამციროს, თუმცა ანალიტიკოსები როცა ვუყურებთ იმპორტდამოკიდებულებას და ვზომავთ, თბოსადგურის გამომუშავებასაც ვსვამთ იმპორტწყაროში, იმიტომ რომ გაზის იმპოტი ხდება. 2019 წელსაც რომ ვუყურებთ, 10% კი არის იმპორტი, მაგრამ 20% თბოსადგურების გამომუშავებაა და ჯამურად 30%-იანი იმპორდამოკიდებულებაა ელექტროენერგიაშიც.

"გარდაბანი 2"–ის აშენება მშვენიერია, რაც მეტი ბაზისური სადგურია, უკეთესია, თუმცა მაინც იმპორტზე დამოკიდებულებას ზრდის, მით უმეტეს, თუ კიდევ დაამტებენ სადგურებს, ეს ალბათ ზამთრის დეფიციტს შეამცირებს, ალბათ ენგურის გაჩერების პრობლემასაც მოხსნის, თუმცა კვლავ იმპორტის ხარჯზე", - აღნიშნა ჩახვაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციამ 2019 წლის ბოლოს გარდაბანი 2-ის ბლოკის მშენებლობა დაასრულა. 230-მეგავატიანი თბოსადგური სატესტო რეჟიმში უკვე გაეშვა და სახელმწიფო ელექტროსისტემას ელექტროენერგიაც მიაწოდა.