საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გარდაბანში შესაძლოა მესამე თბოსადგურიც ააშენოს. ახალი ობიექტის მშენებლობისთვის კორპორაციაში ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა მიმდინარეობს.
BMG-ის კორპორაციაში განუცხადეს, რომ ახალი თბოსადგურის სიმძლავრე 250-270 მეგავატი იქნება, ხოლო მისი საინვესტიციო მოცულობა $225 მილიონამდეა.
"ამჟამად მიმდინარეობს ე.წ. გარდაბნის თბოსადგური 3-ის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება, რაც მთავრობის დადგენილებით დაევალა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას. შემდგომ ეტაპზე დაზუსტდება, სად განთავსდება თბოსადგური, რომლის სიმძლავრე, დაახლოებით, 250-270 მეგავატი იქნება. რაც შეეხება საინვესტიციო თანხას, ვვარაუდობთ, რომ 225 მილიონ აშშ დოლარის ფარგლებში იქნება ინვესტირებული ამ პროექტში", - ამბობენ კორპორაციაში.
კორპორაცია ახალი სადგურის ასაშენებლად საჭირო ინვესტიციის მოზიდვაზე უკვე მუშაობს. 2020 წლის აპრილში კორპორაცია 300 მილიონი ევროს მოცულობის ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს, საიდანაც 70-80 მილიონი დოლარის ამ პროექტზე მიმართვა იგეგმება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო