14.იანვარი .2021 10:55

გარდაიცვალა 21 მოქალაქე - Covid-სტატისტიკა

გარდაიცვალა 21 მოქალაქე - Covid-სტატისტიკა
views 264
უკან

სპეციალურ გვერდზე stopcov.ge სტატისტიკური მონაცემები განახლდა. ბოლო 24 საათში covid-19-მა 21 მოქალაქე იმსხვერპლა; საქართველოში სულ გარდაცვლილთა რიცხვი 2867-სს შეადგენს.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 891 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 767 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 124 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 244 612-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 748 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 228 359-მდე.