მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული პროტესტის მონაწილე; გამოძიებული და დასჯილი იყოს მიტინგის დარბევისას ძალის გადამეტებული გამოყენების შემთხვევები და პარლამენტის უახლოეს სხდომაზე იურიდიულად გაფორმდეს რუსული კანონის უკან გაწვევა, - ამის შესახებ „ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამი.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბრძოლა გრძელდება, საქართველომ მოიგერია რუსეთის მორიგი შეტევა და ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების დრო დადგა.
„ქართველი ახალგაზრდების, სამოქალაქო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და მთლიანად ქართული საზოგადოების ერთიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო.
ამ ეტაპზე - საქართველომ მოიგერია რუსეთის მორიგი შეტევა და გადაურჩა ამ მახინჯი საკანონმდებლო ინიციატივის მიღებით მოსალოდნელ უდიდეს პოლიტიკურ ზიანს!
საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ცხადად დაინახა რომ საქართველო, ქართველი ხალხი, მიუხედავად, დღევანდელი ხელისუფლების მოღალატეობრივი მცდელობისა, მაინც მიაღწევს საწადელს და გახდება ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი.
ხელისუფლებამ რუსული კანონპროექტის ძალისმიერი მეთოდებით, ტყუილითა და აუხსნელი სისწრაფით გატანის მცდელობით საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მშვიდობიანი მომიტინგეების დაუნდობელი დარბევით კი ცეცხლზე ნავთი დაასხა და ახალგაზრდებს მწვავე ქმედებებისკენ უბიძგა.
მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული პროტესტის მონაწილე; გამოძიებული და დასჯილი იყოს მიტინგის დარბევისას ძალის გადამეტებული გამოყენების შემთხვევები და პარლამენტის უახლოეს სხდომაზე იურიდიულად გაფორმდეს რუსული კანონის უკან გაწვევა.
ბრძოლა გრძელდება პატარ-პატარა თუ დიდი გამარჯვებებით არჩევნების გზით ამ საოკუპაციო რეჟიმისგან საბოლოოდ გათავისუფლებამდე. ამ ბრძოლაში ჩვენი მთავარი იარაღი არის ერთიანობა-შესაბამისად "ლელო" გააგრძელებს ბრძოლას ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობის გასაძლიერებლად ქვეყნის მიმტაცებლების წინააღმდეგ. ვფიქრობთ, რომ უკანასკნელი დღეების მოვლენებმა დაარწმუნა საზოგადოება, რომ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებების დრო დადგა, თუ გვსურს ვიცხოვროთ ერთიან, თავისუფალ და ევროპულ ქვეყანაში“, - ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი