კომპანია „რედკო,“ პარტნიორ, „საქართველოს ბანკთან“ ერთად, იწყებს პროექტს, რომლის თანახმად, მომხმარებლებს, „რედკოს“ კომპლექსში, გარემონტებული აპარტამენტების „თეთრი კარკასის“ ფასად შეძენა შეეძლებათ. ამის შესახებ, გადაცემაში „საქმიანი დილა“, „რედკოს“ მარკეტინგის დირექტორმა, კაწია აბსანძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ შეთავაზება ძალაში ოქტომბრის ბოლომდე იქნება.
„საქართველოს ბანკს ახალი პროდუქტი აქვს - საინვესტიციო სესხი, რომელსაც უფრო გამარტივებულია და კარგი პირობები აქვს მომხმარებლებისთვის. ცხადია, თუ მომხმარებელს შეუძლია ბინის ყიდვა ბანკის ჩართულობის გარეშე, პირდაპირ ჩვენს გვიკავშირდება და ყიდულობს უძრავ ქონებას აქციის ფარგლებში, ხოლო თუ არ აქვს საკმარისი თანხა, ბანკთან პარტნიორობის შედეგად ყიდულობს ბინას. ანუ აქცია ეხება ყველა ტიპის მომხმარებელს,“ - აღნიშნა კაწია აბსანძემ.
გარდა ამისა, „რედკოს“ მარკეტინგის დირექტორის თქმით, პირთან, რომელიც გადაწყვეტს ბინის შეძენას, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება პროექტში, რომელიც დასრულდება დეკემბერში, თუ სამომავლო პროექტში, ყველა შემთხვევაში ფორმდება ხელშეკრულება და გაყიდვების მენეჯერებთან ერთად მყიდველი ადგილზე გაივლის ყველა დეტალს, თუ როგორი ტიპის რემონტი, ტექნიკა და ავეჯი სჭირდება მას.
„მომხმარებელი საბოლოოდ იღებს სასურველ პროდუქტს, თანაც ისე, რომ არ უწევს გუდაურში ჩამოსვლა, ანუ დისტანციურად ადევნებს თვალს. ადგილზე კი პროფესიონალი გუნდი მუშაობს. გარდა ამისა, „რედკო“ საკუთარ მომხმარებლებს, ბინის გაქირავებაშიც ეხმარება და ბინის მეპატრონე 12%-იანი შემოსავალს იღებს“, - განაცხადა „რედკოს“ მარკეტინგის დირექტორმა.
2019 წელი მნიშვნელოვანი იყო „რედკოსთვის“, რადგან თანამშრომლობა დაიწყეს სამშენებლო კომპანია „ანაგთან“, რომელიც „რედკოს“ ყველა პროექტის, მათ შორის „რედისონის“, „ნეოსა“ და სხვა პროექტებს, სამშენებლო სამუშაოებს უზრუნველყოფს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის