მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს დაცვასა და ეკომეგობრული ინოვაციების თემაზე PechaKucha Night-ის შეხვედრა იმართება

6332a12390a4f
BM.GE
27.09.22 11:07
430
პროკრედიტ ბანკისა და სტრატაპ ბიუროს ორგანიზებით, 28 სექტემბერს, 20:20 საათზე სასტუმრო "სტამბა" PechaKucha Night Tbilisi-ს მე-19 ღონისძიებას უმასპინძლებს. შეხვედრის თემაა “გარემო და ეკომეგობრული ინოვაციები”.

დღეს ბიზნესის განვითარების ინდიკატორი არა მხოლოდ მისი წარმატებული ეკონომიკური საქმიანობაა, არამედ ისიც, თუ რამდენად ეკომეგობრულია ის. გლობალურად სულ უფრო მეტი მომხმარებელი ანიჭებს მნიშვნელობას იმას, თუ რამდენად "მწვანეა" პროდუქტი თუ მომსახურება, რომელსაც მას სთავაზობენ და რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდება კომპანია გარემოს დაცვის საკითხებს.

როგორ გავხადოთ ჩვენი საქმიანობა ეკომეგობრული? - დამსწრე აუდიტორიას ამ მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ სპიკერები:

-შოკო ჩაჩუა, სოციალური საწარმო “ვინტილატორის” შემქმნელი
-ანა ტიკარაძე, ვეგანური კაფე “ნამუს” დამფუძნებელი
-თამარ ვაჩნაძე, პროკრედიტ ბანკის მარკეტინგის კოორდინატორი
-ელენა დარჯანია, UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის ექსპერიმენტების ხელმძღვანელი
-მარიამ ფესვიანიძე, ეკო-საგანმანათლებლო ორგანიზაციის “პარკი არ მინდა” თანადამფუძნებელი
-თორნიკე დარჯანია, ჰელიოს ენერჯი ჯორჯიას დამფუძნებელი


PechaKucha Night Tbilisi vol. 18 ორგანიზებულია სტარტაპ ბიუროსა და პროკრედიტ ბანკი საქართველოს მიერ. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში, ნოქსტონი და აჭარა ჯგუფი.

პროკრედიტ ბანკი საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც უკვე 23 წელია საქართველოში საქმიანობს. ბანკი გამორჩეულია თავისი გარემოსდაცვითი, სოციალური და ეთიკური სტანდარტებით და ამ მიმართულებით სექტორში წამყვან პოზიციას იკავებს. პროკრედიტ ბანკი მუდმივად ახორციელებს ,მწვანე’ პროექტებს და არის არაერთი აქტივობის ინიციატორი, რითაც ცდილობს აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ამ ბმულზე.

PechaKucha Night-ის მოძრაობა 2003 წლის თებერვალში ტოკიოში, ახალგაზრდა დიზაინერების ერთმანეთთან დასაკავშირებლად დაიწყო და ის ახლა უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს.
ეს არის არაფორმალური და სახალისო შეხვედრების პლატფორმა, სადაც ჩეინჯმეიქერები, შემოქმედები, ინოვატორები და მეწარმეები იკრიბებიან და ერთმანეთს იდეებს, პროექტებსა და ნამუშევრებს უზიარებენ. ისინი ცვლიან აზრებს PechaKucha 20x20 ფორმატში.

PechaKucha 20x20 პრეზენტაციის ფორმატია, რომლის დროსაც სპიკერი 20 სლაიდს წარმოადგენს. თითო სლაიდისთვის მომხსენებელს 20 წამი აქვს.
NS