მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

6159c5fb6c0b3
თამთა ჯიჯავაძე
03.10.21 19:04
2820
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, 3 ოქტომბერს დღის ბოლოდან 7 ოქტომბრამდე დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.

ასევე, 4 ოქტომბერს ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში კი ზოგან შესაძლებელია თოვლი.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.