მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვაზე პასუხისმგებელ უწყებად გარემოს ეროვნული სააგენტო განისაზღვრება

61f7d7da8483b
ინგა მურუსიძე
31.01.22 21:55
676
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მის თანმდევ შვიდ საკანონმდებლო აქტში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს.

მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა სხდომაზე განმარტა, რომ ცვლილების თანახმად კოდექსის ყველა იმ მუხლში, სადაც გაწერილი იყო სამინისტროს კომპეტენციები გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში, სამინისტროს ნაცვლად მითითებული იქნება გარემოს ეროვნული სააგენტო.

აქვე აღსანიშნია, რომ სამინისტრო კვლავ იქნება დარგში პოლიტიკის განმახორციელებელი და განსაზღვრავს სფეროს რეგულირებისათვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, ხოლო უშუალოდ აღსრულების ნაწილში ფუნქცია-მოვალეობები სააგენტოს გადაეცემა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროს გამართვა, იმიტომ, რომ არაერთხელ ვყოფილვართ იმის შემსწრე, როცა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც ეჭვის შეტანაც კი არ შეიძლებოდა, მხოლოდ იმიტომ გახდა წინააღმდეგობების საგანი, რომ არასწორად, ზერელედ, ზედაპირულად გაკეთებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არსებობდა და როდესაც მოსახლეობაში ეჭვი ჩნდება, მერე მათი გადარწმუნება რომ ეს გამოსწორებადია, თითქმის შეუძლებელი ხდება. პრაქტიკულად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო გაჩერებული და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თავიდანვე სკურპულოზური მიდგომა, რომ დეტალური ინფორმაცია ჰქონდეს მოსახლეობას და ექსპერტიზა იყოს უმაღლესი სტანდარტებით შესრულებული. ეს პოლიტიკა, ასეთი მიდგომა არის გარკვეული წინსვლა“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

საკითხის განხილვის შემდეგ ორივე კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს განხილულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.