მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილი - "ფოთი-კონსტანცას პროექტის მიმართ არის დიდი ინტერესი ბრიუსელის მხრიდან"

60d61e44cfd56
BM.GE
25.06.21 23:05
1025
ფოთი-კონსტანცას პროექტთან დაკავშირებით პანდემიის პერიოდში იყო გარკვეული შეფერხება, ახლა მაქსიმალურად დავაჩქარებთ პროცესს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, ფოთი-კონსტანცას პროექტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტთან დაკავშირებით არაერთი შეხვედრა გაიმართა.

„ჩვენ როდესაც ვიმყოფებოდით ბრიუსელში, მაშინ გვქონდა ამის თაობაზე საუბარი. მანამდეც იყო საუბარი ევროკავშირთან, აღნიშნული პროექტის მიმართ არის დიდი ინტერესი ბრიუსელის მხრიდან, მსოფლიო ბანკი აფინანსებს და ჩვენ აღნიშნულ პროექტს კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით გავაგრძელებთ. რაც შეეხება ილტოს წყალსაცავის პროექტს, ტენდერი ჩატარდება წელს და ეს პროექტი უკვე დასრულებულია.

2019 წლის ბოლოს რკინიგზამ დაიწყო მუშაობა პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავდა ფოთისა და ბათუმის პორტის დაკავშირებით რუმინეთის პორტ კონსტანცასთან. ფიდერით (საკონტეინერო გემით) რუმინეთის პორტ - კონსტანცასთან. აღმოსავლეთდან რკინიგზით წამოსული კონტეინერების ევროპის დანიშნულებით ტრანსპორტირება და პირიქით. გაიმართა არაერთი შეხვედრა, მოეწერა ხელი მემორანდუმს. პანდემიის პერიოდში იყო გარკვეული შეფერხება, ახლა მაქსიმალურად დავაჩქარებთ პროცესს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.