საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარეს იასუში კინოშიტას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს კერძო და საჯარო სექტორის მხარდაჭერის მექანიზმები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
აღინიშნა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის განსაკუთრებული მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და იაპონიას შორის აღნიშნული ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების დადება და ამ სფეროში საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს განვითარებაზე და ხელს შეუწყობს ახალი ინვესტორების შემოსვლას.
განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პოზიტიური მაჩვენებლები.
აღნიშნა, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან და რეგიონის ქვეყნებთან, რაც ქვეყანას არაერთ მსხვილ ბაზარზე თავისუფალი წვდომის საშუალებას აძლევს.
მთავრობის მეთაურმა არსებული ბიზნესგარემოს შესასწავლად იაპონიის განვითარების ბანკის დელეგაცია საქართველოში მიიწვია.
“იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარე იასუში კინოშიტას შევხვდი. განვიხილეთ ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ იაპონიასა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმება დადებით ეფექტს იქონიებს და იაპონელ ინვესტორებს აფიქრებინებს საქართველოში კაპიტალდაბანდებაზე”,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ პოსტში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება