05.სექტემბერი .2019 11:15

ღარიბაშვილი საქართველოში ტყვიისა და სამხედრო იარაღის საწარმოს მშენებლობას აანონსებს

views 5269
უკან

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ტყვიის საწარმოს მშენებლობის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა, პარლამენტში თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მას სამხედრო მრეწველობის განვითარების, კერძოდ, ტყვიისა და სხვადასხვა სახის სამხედრო იარაღის წარმოების ინიციატივა ჯერ კიდევ შსს მინისტრობისა და პრემიერობის დროს ჰქონდა.

„ჩემი სურვილი, სამხედრო მრწველობის განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მაგალითად, მე მოვიძიე ინფორმაცია და მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე ათეულ მილიონს შეიძლება ხარჯავდეს, ასევე შსს და სხვები, თუნდაც ტყვია-წამლის შეძენაში, რაც არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა.

ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს და შემდეგ პრემიერობის დროს, ერთ-ერთი მთავარი პოექტი, რაც მქონდა ეს იყო ტყვიის საწარმოს მშენებლობა საქართველოში. ვფიქრობ, ეს უნდა გავაკეთთ დღეს და რა თქმა უნდა ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულისა. ვფიქრობ, ჩვენ ამას შევძლებთ“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა